ლექციათა ციკლი "მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა" - გოგი ხოშტარია

24 თებერვალი 2018 - 24 თებერვალი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენას - „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა".

პირველი ლექცია გაიმართება 24 თებერვალს, 15:00 საათზე. ლექციას წაიკითხავს ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია თემაზე - „სიქსტეს კაპელის მოხატულობის მოსამზადებელი ესკიზები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში". 

დასწრება თავისუფალია! 

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

ვრცლად გამოფენის შესახებ: https://goo.gl/fuQ3yN