ჰეიდემარ და გუნტრამ კოხების საჩუქარი ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკას

01 ნოემბერი 2017 - 01 ნოემბერი 2017
Share

ცნობილმა გერმანელმა მეცნიერებმა, მარბურგის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჰეიდემარ და გუნტრამ კოხებმა მუზეუმის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს შუა საუკუნეების ხელოვნებასა და ბიზანტიის ისტორიასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი გამოცემები.

კოხებს ოცდაათწლიანი მეგობრობა აკავშირებთ ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიის ცენტრთან. აღსანიშნავია, რომ მათ განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ევროპის უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო წრეებში ქართული კულტურის წარდგენაში.