თანამშრომლობის მემორანდუმი ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის

01 ნოემბერი 2017 - 01 ნოემბერი 2017
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმი ორ ინსტიტუციას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს წიგნადი ფონდების ერთიან საძიებო სისტემაში აღნუსხვას; პერიოდული გამოცემების და რარიტეტული წიგნების კონსერვაციის, მოვლისა და დიგიტალიზაციის პროცესის ერთობლივად განხორციელებას; ერთმანეთის მატერიალურ-ტექნიკური ბაზებით და სპეციალისტების კომპეტენციით სარგებლობას და ასევე, რეგიონებში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრების მხარდაჭერას.