მუზეუმის კვირეული - წიგნის პრეზენტაცია

17 მაისი 2012
Share

საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობის ოციწლისთავი.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურული გამყოფილება 2012 წლის 17 მაისს 15.00 საათზე წარმოგიდგენთ წიგნის “საქართველო-ირანის კულტურული ურთიერთობათა ისტორიიდან-არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება-XVI-XVIII საუკუნეები” პრეზენტაციას.

წიგნის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინე კოშორიძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების უფროსი კურატორი და თბილისის სახელმწიფო უნივერიტეტის პროფესორია. იგიMწლების მანძილზე ატარებდა კვლევებს როგორც საქართველოში, ასევე სხვადასვა ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტებსა და მუზეუმებში  ისლამური ხელოვნებისა და მუზეუმმცოდნეობის მიმართულებით.

წიგნში განხილულია ისლამური ხელოვნების მხატვრული პრობლემები და ქართულ-ირანულ კულტურულ ურთიერთობათა ცალკეული ასპექტები. ნაშრომის ძირითადი ნაწილი ეთმობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის აღმოსავლური ქვეყნების ხელოვნების კოლექციებში დაცულ ფერწერისა და მინიატიურული ხელოვნების ნიმუშებს, რომელთა შექმნის ქრონოლოგიური სპექტრი  ფართო (XVI-XIX სს.), მხატვრული ღირებულება კი _ ძალზე დიდია.  წიგნში შესული რამდენიმე სტატია XVI-XIX საუკუნეების ქართულ-ირანულ კულტურულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობათა კონტექსტში განხილულ ზოგიერთ მხატვრულ ტენდენციას ეძღვნება, რომელთა შესწავლა-დახასიათება სამუზეუმის მასალის, მატერიალური კულტურის სხვა ძეგლებისა და წერილობითი წყაროების მონაცემების ურთიერთშეჯერებით მოხდა.

წიგნში პირველადაა განხილული ფართოდ,  საერთოშორისო კონტექსტში, ეროვნულ მუზეუმში დაცული ისლამური კოლექციები, ის უმნიშვნელოვანესი ვიზუალური მასალა, რომლის კვლევის აქტუალობასა და მნიშვნელბაზე ჯერ კიდევ პირველი სამუზეუმო კლექციების შექმნისას აღნიშნავდნენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები.

წიგნი “საქართველო-ირანის კულტურული ურთიერთობათა ისტორიიდან-არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება XVI-XVIII საუკუნეები” დაიბეჭდა საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1