მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

29 აგვისტო 2017 - 29 აგვისტო 2017
Share

2017 წლის 29 აგვისტოს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.  

მემორანდუმის მიზანია მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სამუზეუმო სფეროების მიმართულებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.