ლექცია ,,არქეობოტანიკური კვლევა კომერციული გამოყენებისთვის"

11 ივლისი 2017 - 11 ივლისი 2017
Share

2017 წლის 11 ივლისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პოლონელი მეცნიერის, არქეობოტანიკოსის ალდონა  მულერ-ბიენიეკის მოხსენება ,,არქეობოტანიკური კვლევა კომერციული გამოყენებისთვის".   

ალდონა მულერ-ბიენიეკი არის პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის, პოლონეთის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, კრაკოვის ბოტანიკის ინსტიტუტის დოქტორი და მეოთხეული პალეოგეოგრაფიის მდივანი. მისი სამუშაო ინტერესის სფეროა არქეობოტანიკა და პალეოგეოგრაფია. ამჟამად მუშაობს კარპატის მთისწინა ზოლში ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების საკითხებზე.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ.1