ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია დმანისის ნაქალაქარის შესახებ

16 მარტი 2017 - 16 მარტი 2017
Share

2017 წლის 16 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია: „შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და კონფესიური სტრუქტურის საკითხები ნაქალაქარ დმანისის მაგალითზე". 

შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების კვლევა ქართული არქეოლოგიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. არქეოლოგიური კვლევების შედეგად გამოვლენილმა მასალებმა მნიშვნელოვნად შეავსო არსებული წერილობითი ცნობები შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების ისტორიის შესახებ - მათი წარმოშობის განმაპირობებელი ფაქტორების, ფუნქციის, შემდგომი განვითარების ეტაპების, ქალაქგეგმარების, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების თავისებურებების, ქალაქების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკურ-რელიგიური სურათის წარმოსაჩენად. 

ამჯერად, ნაქალაქარ დმანისიდან მომდინარე არქეოლოგიური მასალების საფუძველზე, მომხსენებელი განიხილავს ზემოთმოყვანილ საკითხებს და, როგორც პარალელური მასალა, წარმოადგენს შუა საუკუნეების სხვა ქალაქებიდან მომდინარე არქეოლოგიურ მონაცემებს.

ლექციაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1