შეხვდი ახალ წელს ეროვნულ გალერეაში!

13 იანვარი 2017 - 13 იანვარი 2017
Share

შეხვდი ახალ წელს ეროვნულ გალერეაში!

2017 წლის 13 იანვარს, 21:00 საათიდან 00:30 საათამდე ეროვნული გალერეის კარი ყველა მსურველისთვის გაიღება.

სტუმრებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა იხილონ ნიკო ფიროსმანაშვილის ახლად რესტავრირებული სურათი ,,სვირი", დაათვალიერონ გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია!

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.