ჟერარდ გერლინსკის ლექცია ,,დინოზავრის ნაკვალევის კვლევა"

16 ნოემბერი 2016 - 16 ნოემბერი 2016
Share

2016 წლის 16 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ჟერარდ გერლინსკის ლექცია ,,დინოზავრის ნაკვალევის კვლევა".

ჟერარდ გერლინსკი პოლონური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერია. ის შეისწავლის სხვადასხვა პერიოდის დინოზავრებსა და მათ ნაკვალევს. გერლინსკი იყო შემეცნებითი გადაცემის კონსულტატი პოლონურ ტელევიზიაში და რამდენიმე სამეცნიერო ფილმის პროდიუსერი. 2013 წლიდან დღემდე დელტა ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრია.

ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით. 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. 1