ლექცია და წიგნის პრეზენტაცია ,,ქართული ხატები"

25 ოქტომბერი 2016 - 25 ოქტომბერი 2016
Share

2016 წლის 25 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში შედგება  ეროვნული მუზეუმის უფროსი კურატორის, ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძის ლექცია და წიგნის პრეზენტაცია სახელწოდებით ,,ქართული ხატები".  

წიგნში წარმოდგენილია შუა საუკუნეების ორასამდე ქართული ხატი, რომლებიც თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებისთვის იყო შექმნილ-შეწირული, ამჟამად კი თბილისის, მესტიის, უშგულისა და ქუთაისის მუზეუმებშია დაცული. აქვეა ის ხატებიც, რომლებსაც არ დაუტოვებიათ თავდაპირველი სამყოფელი და დღემდე ზემო სვანეთის ეკლესიებს ეკუთვნის.

ხატების ამ ნაკრების ქრონოლოგიური დიაპაზონია VI-XVIII საუკუნეები. ისინი მრავალფეროვანია მასალით (ოქრო, ვერცხლი, ხე, ტილო, ცვილისა და ტემპერის საღებავები, სპილოს ძვალი, ტიხრული მინანქარი), თემატიკით (მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა და დღესასწაულთა ხატები) და ტიპოლოგიით (კანკელსზედა ხატები, კარედები, სანაწილეები, სხვადასხვა სახის ანსამბლები). ხატები ნაირგვარია იკონოგრაფიით, სტილით, შესრულების მანერით, განსხვავებული პროფესიული დონით, სხვადასხვა სკოლა-სახელოსნოებისთვის კუთვნილებით და უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული წარწერებით. ამ მასალის ერთი ნაწილი სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი, მეორე - ნაკლებად, მესამე კი სრულიად უცნობია, რაც ცხადია, წინამდებარე გამოცემისადმი ინტერესს ზრდის.

წიგნი გამოსცა ქარჩხაძის გამომცემლობამ და განსაზღვრულია სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

ლექცია-პრეზენტაცია გაიმართება . ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში, . ფურცელაძის . 1