EUSTORY History Camp საქართველოში

07 ოქტომბერი 2016 - 07 ოქტომბერი 2016
Share

2016 წლის 7 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება EUSTORY History Camp-ის ორგანიზებული პროექტის „გაერთიანებულნი თუ დაყოფილნი? ნაციონალური იდენტობა ევროპაში"  დახურვის ცერემონია.

EUSTORY არის არაფორმალური ევროპული ქსელი, რომელსაც მართავს გერმანული ფონდი კორბერი. ქსელი აერთიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც 25 ქვეყნის სტუდენტებისათვის კონკურსებს ატარებენ. 2001 წლის შემდეგ EUSTORY-ს ღონისძიებებში 190 000-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა, შეიქმნა 85 000-ზე მეტი ნაშრომი და გადაეცა სხვადასხვა ისტორიულ-ნაციონალურ კონკურსს. EUSTORY-ს ყველა კონკურსი დამოუკიდებელი პროექტია, თუმცა ყველა მათგანს გააჩნია საერთო მისია: „სხვაობის შეცნობა და გადალახვა".

დახურვის ცერემონიაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ EUSTORY-ს ახალგაზრდა გამარჯვებულებს 16 ქვეყნიდან და გაიზიარონ მათი გამოცდილება. ასევე, სტუმრები შეხვდებიან კორბერის ფონდის წარმომადგენლებს, EUSTORY-სა და DVV International-ის თანამშრომლებსა და პარტნიორებს.

პროექტი შეიქმნა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის კავშირების დასამყარებლად, ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.

დახურვის ცერემონია გაიმართება ინგლისურ ენაზე.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. №3