,,ევროპის მემკვიდრეობის დღეები" საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

18 სექტემბერი 2016 - 18 სექტემბერი 2016
Share

 

16-18 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში. 

18 სექტემბერი, 2016

 

#

დრო

პროგრამის დასახელება

პროგრამის აღწერილობა

პროგრამა განკუთვნილია

1

12:00

რას მოგვითხრობენ მონეტები

ნუმიზმატიკურ საგანძურში ვისაუბრებთ ფულის მოჭრის ისტორიასა და მონეტების მნიშვნელობაზე ისტორიის, არქეოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობის, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობების შესწავლისათვის. ავტორი: მაია პატარიძე.   

9-17

წლის მოზარდებისთვის

2

13:00

სახარება და საუფლო დღესასწაულები

 

შუა საუკუნეების საგანძურში წარმოდგენილი ფერწერული ხატებისა და ნაქარგობის ნიმუშების მიხედვით მონაწილეებს ვთავაზობთ საუბარს სახარებაზე,  ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სცენებსა და იკონოგრაფიაზე.  

ბავშვებს საშუალება ექნებათ ნახონ ვიზუალური მასალა და გაეცნონ იგივე თემატიკას ევროპულ ხელოვნებაში. 

პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიულ საუბრებს და გრაფიკულ ტესტებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობას, თემატურ მუსიკალურ მასალას. ავტორი:დალი გოგორიშვილი

8-12

წლის მოზარდებისთვის

3

14:00

აღმოაჩინე ცხოველთა გამოსახულებები ოქროს ფონდში 

 

 

თემატური ხასიათის პროგრამა გააცნობს მოზარდებს თუ როგორ და რატომ გამოსახავდნენ უძველეს დროში ჩვენი წინაპრები ცხოველთა ფიგურებს. რა მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის ამ გამოსახულებებს. ბავშვები დარწმუნდებიან, რომ  ცხოველთა თემას დეკორატიულ და ესთეტიკურ ფუნქციასთან ერთად სიმბოლურ- რელიგიური დანიშნულება ჰქონდა და იმდროინდელი ადამიანის რწმენა-წარმოდგენების სფეროში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ავტორი: ცისია კილაძე 

11-15

წლის მოზარდებისთვის

4

15:00

"აღსაწერელნი წიგნისანი" - ქართული ხელნაწერი წიგნის საწერი მასალა და იარაღი

 

სამწიგნობრო ხელოვნებას თავისი დიდი და საინტერესო თავგადასავალი აქვს. ჩვენამდე მოღწეული უძველესი წერილობითი ძეგლები V-VII საუკუნეებით თარიღდება. ხელნაწერი წიგნზე მუშაობა რთულ და ერთმანეთზე დამოკიდებულ თანმიმდევრულ პროცესს შეიცავს: საწერი მასალის დამზადება, გადაწერა, მოხატვა, აკინძვა, შემოსვა და სხვა.

გთავაზობთ გაეცნოთ ხელნაწერი წიგნის შექმნის პროცესს, საწერი მასალის დამზადების და გამოყენების წესებს, დაათვალიეროთ სამწერლობო ხელოვნებაში გამოყენებული იარაღი. ავტორი: დარეჯან გოგაშვილი 

14 - 16

წლის მოზარდებისთვის

 

პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

ტელ: 2 93 16 52; 599 21 26 29 - მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი

პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია! 

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, რუსთაველის გამზ. 3.  

ევროპის მემკვიდრეობის დღეები – პროგრამა