“შუა საუკუნეები 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან"

11 იანვარი 2011
Share

2011 წლის 11 იანვარს 10.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო კონფერენციის “შუა საუკუნეები 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან: კვლევა, რესტავრაცია, საგამოფენო სტრატეგია” გახსნა.

კონფერენცია ტარდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმისა და მეტროპოლიტენ მუზეუმის (აშშ) ერთობლივი პროექტის: “ტრადიცია და ტრანსფორმაცია. ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების გალერეების რეინსტალაცია” ფარგლებში, რომელიც UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამის მხარდაჭერი ფარგლებში ხორციელდება.

კონფერენციაში მონაწილეობენ ქართველი, ამერიკელი, ინგლისელი და შვეიცარიელი ექსპერტები.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს შორის თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო. ერთობლივი პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რე-ინსტალაციას. საერთაშორისო კონფერენციის “შუა საუკუნეები 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან: კვლევა, რესტავრაცია, საგამოფენო სტრატეგია”

მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების კოლექციები, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნლოვანეს პერიოდს წარმოადგენს. ჩვენი მიზანია, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შუა საუკუნეების კოლექციები გაერთიანდეს სრულიად განსხვავებული ერთიანი მხატვრული კონცეფციის ფარგლებში. რაც შესაძლებელს გახდის უფრო მკაფიოდ წარმოჩინდეს ქართული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული თვითმყოფადობა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.

2012 წელს დაგეგმილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის უმდიდრესი კოლექციების მნახველთა ფართო აუდიტორიისთვის ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენა. 

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ. #1.