საუბრები ოპერაზე

15 აპრილი 2007 - 16 აპრილი 2007
Share

2007 წლის 15 აპრილს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა მოზარდებისთვის ,,საუბრები ოპერაზე'', რომელიც  საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორგანიზებით განხორციელდა.

პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ლექციების ციკლი და შემოქმედებით-შემეცნებითი სპექტაკლი.

კავშირი მუზეუმთან დღეს განსაკუთრებით პოპულარულია ე.წ. არაპირდაპირი სწავლების მეთოდი - შემეცნებითი გამოფენები, შემეცნებითი სათამაშო მოედნები

პროგრამის ერთ-ერთი საინტერესო კომპონენტია. შემოქმედებით-შემეცნებითი სპექტაკლი, სწორედ ამ მეთოდოლოგიას ეფუძნება. პროგრამის საშუალებით მოზარდები ეცნობიან არა მხოლოდ თეატრის სცენის მიღმა მიმდინარე კრეატიულ პროცესს, არამედ აბამენ კავშირებს ხელობნებას, ისტორიას, გეოგრაფიასა და მუზეუმის ექსპონატებს შორის.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმისაუდიტორია, ფურცელაძის ქ.1