მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული

18 მაისი 2011 - 25 მაისი 2011
Share

18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. უკვე 30 წელზე მეტია მსოფლიო ამ თარიღს აღნიშნავს. ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ეროვნული მუზეუმის ქართველ თუ უცხოელ მეგობრებსა და პარტნიორებს მუზეუმის დღეს ულოცავს ეროვნული მუზეუმის ყველა თანამშრომლის სახელით და 17-დან 25 მაისის ჩათვლით საინტერესო კვირეულს სთავაზობს.

17 მაისი 11.00-16.00 სთ. - გამოფენა “XIX-XX სს. გერმანელი მხატვრები საქართველოში საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან” – შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი – ლ.გუდიაშვილის ქ. 1

18 მაისი 13.00 სთ. -  გამოფენა “გერმანელი მხატვრების მიერ დანახული თბილისი”

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა; სიონის ქ.8

19 მაისი 17.00 სთ. -ინსტალაცია “ადამი და ევა” - ირინა გაჩეჩილაძის გამოფენა

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა; სიონის ქ.8

20 მაისი 14.00 სთ. - `მრავალკულტურული საქართველო` საგანმანათლებლო პროგრამა

გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ; კუს ტბის გზატკეცილი #2.

20 მაისი  16.00 სთ. - “XIX საუკუნეში თბილისში გავრცელებული ტანსაცმელი” საგანმანათლებლო პროგრამა  - ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლა; სიონის ქ.8

21 მაისი 12.00 სთ. - ბოშების ფესტივალი - გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ; კუს ტბის გზატკეცილი #2.

22  მაისი 12.00 სთ. - “მუზეუმთან ახლოს” - გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ; კუს ტბის გზატკეცილი #2.

23-24 მაისი 10.00 სთ. - პროექტ “A-MUSE- ALL” შემაჯამებელი საერთაშორისო კონფერენცია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია; ფურცელაძის ქ. 1.

25 მაისი 16.00 სთ. - მეტროპოლიტენ მუზეუმის ექსპერტთა საჯარო ლექცია/პრეზენტაციები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია; ფურცელაძის ქ. 1

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ მუზეუმებში შესვლა უფასოა. მუზეუმები ღიაა 11.00-დან 17.00 საათამდე.