საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცი ალბერ II ეწვევა

19 სექტემბერი 2011
Share

პრინცი ალბერ II 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის ექსპოზიციას ეწვევა.

2003 წლის 1 სექტემბერს პარიზშიAადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტში გაიმართა საზეიმო ცერემონიალი, რომელზეც მონაკოს  პრინცმა პრეისტორიულ მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული  წვლილისთვის ქართველი პალეოანთროპოლოგი დავით ლორთქიფანიძე მონაკოს მონარქის პრიზით დაჯილდოვა.

პარიზისAადამიანის პალეონტოლოგიის ინსტიტუტი დაარსებულია 1920წ. მონაკოს მონარქის ალბერტ პირველის მიერ და დღეს ადამიანის წარმოშობის კვლევის უდიდეს ცენტრს წარმოადგენს ევროპაში.