,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორია” - პირველი ტომის პრეზენტაცია

03 ნოემბერი 2014 - 03 ნოემბერი 2014
Share

2014 წლის 3 ნოემბერს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამომცემლობა ,,პალიტრა L"-ის წიგნის ,,საქართველოს ილუსტრირებული ისტორია" პირველი ტომის პრეზენტაცია გაიმართა.

საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბებს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. წიგნები გაზეთ ,,კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ, სპეციალურ ფასად გაიყიდება. სერია ყველა ასაკის ადამიანისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი.

დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით, შეიქმნა თითოეული ეპოქის საბრძოლო თუ საერო, საეკლესიო კოსტიუმები, არქიტექტურული ძეგლები, რუკები და სხვ.

ყოველი აღწერილი ამბავი, ეპიზოდი, დეტალი, უნიკალური სამუზეუმო ექსპონატი, ფოტო და ფრესკა დოკუმენტურ სიზუსტეს სძენს წიგნებს.

პროექტის ხელმძღვანელია ჯაბა სამუშია, ხოლო პროექტის პარტნიორი და ერთ-ერთი წიგნის ავტორი გიორგი კალანდიაა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცეტრი.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.