ფილმი „კავკასიის საუღელტეხილო რკინიგზის კვალდაკვალ - ინგუშეთი“

18 დეკემბერი 2013 - 18 დეკემბერი 2013
Share

18 დეკემბერს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საქართველოში მოღვაწე ინგუში მწერლის ისა კოაზოის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი კინოჩვენება. 

ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება მუზეუმის ეთნოგრაფიულ კინო-ფოტო ფონდში დაცული, 80-იანი წლების მიწურულს გადაღებული ვიდეომასალა, რომლის საპრეზენტაციოდ მომზადება საგანგებოდ მოხდა ინგუშური დელეგაციისათვის საჩვენებლად. ფილმში ასახულია ოთხმოციანი წლების ასას ხეობის ინგუშეთის არქიტექტურული და ყოფითი კულტურა.

ღონისძიებას დაესწრებიან ინგუშეთის რესპუბლიკიდან ჩამოსული სტუმრები, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის პროფესორები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.