წიგნის პრეზენტაცია „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“

12 დეკემბერი 2013 - 12 დეკემბერი 2013
Share

2013 წლის 12 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წარმოგიდგენთ წიგნის „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი" პრეზენტაციას.

ლექსიკონში წარმოდგენილია ქართული მატერიალური კულტურის სფეროში არსებული ტერმინოლოგია, რომელიც მოიცავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ და დამკვიდრებულ ისეთ დარგებს როგორიცაა: მეთუნეობა,  რკინამჭედლობა, ოქრომჭედლობა, ქსოვა-ქარგვა, ხითხუროობა, ქვითხუროობა, ტყავის დამუშავება, სამიწათმოქმედო იარაღები, საცხოვრებელი, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობანი.

ნაშრომში განმარტებულია ასევე ტერმინები, რომლებიც მოიცავს წვრილხელოსნური და შინამრეწველობის თითქმის ყველა სფეროს. აღნიშნული ლექსიკონი მკითხველს შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტი შეიტყოს ქართველი ხალხის წვლილის შესახებ მსოფლიო ეთნოკულტურის განვითარებაში.

ლექსიკონში განმარტებულია 2086 ტერმინი, თან ახლავს 500-ზე მეტი ფერადი და შავ-თეთრი ფოტოილუსტრაცია და 150  მაღალი ხარისხის ფერადი ჩანართი.

გამოცემაზე მუშაობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის 19 მეცნიერ- თანამშრომელი. პროექტის ავტორი და სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ნადირაძე, რედაქტორი აკადემიკოსი როინ მეტრეველი.

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1.