კატალოგი “შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში”

16 აპრილი 2013 - 16 აპრილი 2013
Share

2013 წლის 16 აპრილს 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია კატალოგისა "შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში".

კატალოგი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან მე-80 და აღსაყდრებიდან 35-ე წლის იუბილეს.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების ძეგლთა უძვირფასესი კოლექციაა დაცული. კატალოგში მკითხველი ქართულ და ინგლისურ ენებზე გაეცნობა ამ კოლექციის 240 რჩეულ ნიმუშს. ესენია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმების V-XIX სს-ის ექსპონატები.

მკითხველს პირველად ეძლევა საშუალება მათი ერთად ხილვის. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნებული საეკლესიო სიწმინდეების ნაწილი აქამდე სრულიად უცნობი იყო სპეციალისტებისთვისაც კი.

პროექტის ხელმძღვანელი და კატალოგის შემდგენელია მუზეუმის უფროსი კურატორი ნანა ბურჭულაძე.

ტექსტების ავტორები: ნინო აზაურაშვილი, ნანა ბურჭულაძე, გიორგი გაგოშიძე, ელენე კავლელაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი, იზოლდა მელიქიშვილის, ნინო ჩიხლაძე.

პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ფურცელაძის ქ.1.