გამოფენის “მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში” დასკვნით ღონისძიება

19 დეკემბერი 2012 - 22 დეკემბერი 2012
Share

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გოეთეს ინსტიტუტს და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებს (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი) გვაქვს პატივი მოგიწვიოთ გამოფენის "მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში" დასკვნით ღონისძიებაზე და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.

2010-2012 წწ. საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებმა ევროკავშირის დაძმობილების პროგრამის (Twinning Project) ფარგლებში განახორციელეს პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციონალურ განვითარებას. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო თბილისში სამუზეუმო უბნის განვითარების ხელშეწყობა.

2012 წლის 19-დან 22-ი სექტემბრის ჩათვლით გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებთან ერთად (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი) გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია - რას ნიშნავს მუზეუმი დღეს? წარსულის შენარჩუნება და მომავლის შექმნა" და გამოფენა "მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში".

2013 წლიდან თბილისის გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები გეგმავენ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს სპეციალისტების პროფესიულ ზრდას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას; სახელმწიფო, კერძო და ხელოვნების სექტორების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის სტიმულირებასა და დისკუსიას თემაზე - მუზეუმები და მათი როლი ურბანულ, სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში.

მოხარული ვიქნებით თუ შეძლებთ ღონისძიებაზე დასწრებას, რომელიც გაიმართება 2012 წლის 19 დეკემბერს 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (მისამართი: ფურცელაძის ქ.1, თბილისი).