ჩატარებული ღონისძიებები

04 მაისი 2017

ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში"

2017 წლის 4 მაისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ნანა ბურჭულაძის ლექცია: „ძველი ქართული ხატები უცხოეთის საცავებში".     
29 აპრილი 2017

ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი

2017 წლის 29-30 აპრილს, საქართველო-არგენტინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ფილმების კინოფესტივალი.    
28 აპრილი 2017

კონკურსი საკურატორო გამოფენებისათვის

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საკურატორო გამოფენებისათვის. 
28 აპრილი 2017

კონკურსი - „თანამედროვე ხელოვნების რუკა“ (Contemporary Art Map)

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, აცხადებს კონკურსს „თანამედროვე ხელოვნების რუკა" (Contemporary Art Map). პროექტი განსაზღვრულია სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (პირველი ჯგუფის ასაკი 6-დან 10 წლამდე, მეორე ჯგუფის ასაკი 11-დან 15 წლამდე).        
26 აპრილი 2017

2016 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილი სესია

2017 წლის 26 აპრილიდან წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის 2016 წლის საველე-არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებისადმი მიძღვნილ სესიას.    
20 აპრილი 2017

ნინო ჩიხლაძის ლექცია: „შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიათა მოხატული კანკელები“

2017 წლის 20 აპრილს, 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის მონუმენტური მხატვრობის ფონდის კურატორის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, ნინო ჩიხლაძის ლექცია: „შუა საუკუნეების ქართულ ეკლესიათა მოხატული კანკელები".     
13 აპრილი 2017

ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია"

2017 წლის 13 აპრილს, 16:00 საათზე ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები"ფარგლებში, გაიმართება ნინო კალანდაძის ლექცია: „ანანაურის N3 დიდი ყორღანი: ინტერდისციპლინარული კვლევა და რესტავრაცია". 
06 აპრილი 2017

ზურაბ მახარაძის ლექცია: „ანანაურის დიდი ყორღანი N 3”

2017 წლის 6 აპრილს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ზურაბ მახარაძის ლექცია: „ანანაურის დიდი ყორღანი N 3".     
30 მარტი 2017

ლექცია: გვიანელინისტური და რომაული სუფრის ჭურჭელი

30 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება მოსკოვის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგის დენის ჟურავლოვის ლექცია ,,გვიანელინისტური და რომაული სუფრის ჭურჭელი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში'' 
29 მარტი 2017

კოლუმბიის პირველი კინოფესტივალი თბილისში

2017 წლის 29-31 მარტს, საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს კოლუმბიის კვირეულს საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა და კოლუმბიური ფილმების ჩვენება.    
23 მარტი 2017

იულონ გაგოშიძის ლექცია: „საქართველო და ირანი”

იულონ გაგოშიძის ლექცია „საქართველო და ირანი" 2017 წლის 23 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება იულონ გაგოშიძის ლექცია - „საქართველო და ირანი".     
16 მარტი 2017

ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია დმანისის ნაქალაქარის შესახებ

2017 წლის 16 მარტს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის ,,საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები'' ფარგლებში, გაიმართება ჯიმშერ ჩხვიმიანის ლექცია: „შუა საუკუნეების საქართველოს ქალაქების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, ეთნიკური და კონფესიური სტრუქტურის საკითხები ნაქალაქარ დმანისის მაგალითზე".