ჩატარებული ღონისძიებები

12 ივნისი 2017

ბარსელონას მთავარი არქიტექტორის ლექცია „მომავლის ქალაქის პროტოტიპირება"

2017 წლის 12 ივნისს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ესპანელი არქიტექტორის ვისენტე გუაიარტის ლექცია „მომავლის ქალაქის პროტოტიპირება". 
09 ივნისი 2017

შოთა რუსთაველი 850 − შეხვედრა გურამ ახალაიასთან

9 ივნისს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი  გამართავს შეხვედრას ბატონ გურამ ახალაიასთან. შეხვედრის პირველ ნაწილში თეატრალური ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის სტუდენტები წაიკითხავენ ნაწყვეტებს „ვეფხისტყაოსნიდან", შემდეგ კი  თავად ბატონი გურამი ისაუბრებს ამ უნიკალური კოლექციის შესახებ.    
02 ივნისი 2017

ივანე მენთეშაშვილის ლექცია: „დემოკრატიული საქართველო დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ გეგმებში (1918-1921 წწ.)“

2017 წლის 2 ივნისს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ივანე მენთეშაშვილის საჯარო ლექცია „დემოკრატიული საქართველო დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ გეგმებში (1918-1921 წწ.)".     
30 მაისი 2017

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის

2017 წლის 30 მაისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის. 
27 მაისი 2017

მოდი ღამე მუზეუმში

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება კამპანიას ,,ღამე მუზეუმში".ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში, 27 მაისს, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები, ექსკურსიები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის.
25 მაისი 2017

ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე"

2017 წლის 25 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ნიკოლოზ წიქარიძის მოხსენება: „Homo-ს გვარის მოკლე ისტორია პალეოანტროპოლოგიაში მიმდინარე დებატების ფონზე". 
20 მაისი 2017

მუზეუმის კვირეული: საგანმანათლებლო პროგრამები ეთნოგრაფიულ მუზეუმში

2017 წლის 20 მაისს, 10:30 საათიდან, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში გიწვევთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებზე. 
19 მაისი 2017

მუზეუმის კვირეული: ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია

2017 წლის 19 მაისს, 16:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართება მხატვარ ლევან ლაღიძის საჯარო ლექცია.  
18 მაისი 2017

მუზეუმის კვირეული: კლასიკური მუსიკის საღამო მუზეუმის ეზოში

ბახის, მოცარტის, ბრიტენის, პიაცოლას, პაგანინის, პროკოფიევის, მილერის, ჩაპლინისა და ყანჩელის ნაწარმოებები მუზეუმის ეზოში აჟღერდება. მუზეუმის საერთაშორისო დღეს, 18 მაისს, 19:30 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი" და საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ კლასიკური მუსიკის საღამოზე.    
18 მაისი 2017

ანა მგელაძის ლექცია „ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში"

2017 წლის 18 მაისს, 17:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ლექციათა ციკლის „საქართველო და მსოფლიო ცივილიზაციები" ფარგლებში, გაიმართება ანა მგელაძის ლექცია „ადამიანის ადგილი სიცოცხლის ევოლუციის პროცესში". 
16 მაისი 2017

მუზეუმის კვირეული: ლაშა ბაქრაძე – „უთქმელი ისტორიები“

2017 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვირეულის ფარგლებში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ლაშა ბაქრაძე ისაუბრებს უთქმელ ისტორიებზე. თემა ეხმიანება ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) წლევანდელ თემას - ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე".  
16 მაისი 2017

მუზეუმის კვირეული: პროგრამა

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა! 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. 2017 წლის თემაა - ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე".