ჩატარებული ღონისძიებები

23 მარტი 2012

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ საჯარო ლექციებზე

9 მარტი, 16:00 საათი - ბერლინის სახელმწიფო მუზეუმების სამუზეუმო კვლევის ინსტიტუტის დირექტორის პროფესორი ბერნჰარდ გრაფის მოხსენებათემაზე: "სცენოგრაფია და ინსცენირება მუზეუმებისადა გამოფენებისთვის". 
20 მარტი 2012

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის

20 მარტს, 12.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე მოაწერენ.
16 იანვარი 2012

ღამე მუზეუმში

2012 წლის 16 იანვარს, 19.00 - დან 22.00 საათამდე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს უნივერსიტეტი ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ კულტურულ-საგანმანათლებლო აქციას "ღამე მუზეუმში". 
26 ოქტომბერი 2011

"ვითიბი ბანკის" საჩუქარი

ვითიბი ბანკი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უსასყიდლოდ გადასცემს მის ფლობელობაში არსებულ გიგო გაბაშვილის ნამუშევარს „მამაკაცის პორტრეტი“ და მარტიროს სარიანის ნამუშევარს "ქალიშვილის პორტრეტი", შესრულებული 1945 წელს.
24 ოქტომბერი 2011

“საქართველო 7 მილიარდიან სამყაროში”

გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 24 ოქტომბერს , 17 საათზე აწყობს ღონისძიებას მსოფლიოს მოსახლეობის 7 მილიარდიან ნიშნულთან დაკავშირებით.
19 ოქტომბერი 2011

წიგნის პრეზენტაცია

დადიანების სასახლეთა გადარჩენის ფონდი, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისამხრეთ კავკასიაში, დადიანების სასახლეების ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ წიგნის ,,დადიანები"პრეზენტაციას.
15 ოქტომბერი 2011

15-16 ოქტომბერი, ხატვის ფესტივალი

2011 წლის 15 ოქტომბერს ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე -ალექსანდრეს ბაღში გაიმართება ხატვის ფესტივალი, სახელწოდებით "მე - მხატვარი". მონაწილეები ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ექსპოზიციის საფუძველზე, ერთი თემის ირგვლივ - "ჩემი რჩეული ნამუშევარი", გამოხატავენ თავის შთაბეჭდილებას.
05 ოქტომბერი 2011

ვახტანგ ჯაფარიძე 1911-1993

2011 წლის 5 ოქტომბერს, 16.00 სთზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება გამოჩენილი ქართველი არქეოლოგის, ვახტანგ ჯაფარიძის, დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა. 
29 სექტემბერი 2011

საგანმანათლებლო პროგრამები

2011 წლის 29 სექტემბერს 12.00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამების პრეზენტაციას.
28 სექტემბერი 2011

საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენის გახსნა

კონფერენცია ტარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტის ორგანიზებით. კონფერენციაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებენ გერმანიის, ამერიკის აზერბაიჯანის, სომხეთის, ირანის, იაპონიის, თურქეთის, თურქმენეთის, საფრანგეთის, ბულგარეთისა და ნიდერლანდების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და უნივერსიტეტები. 
19 სექტემბერი 2011

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონაკოს პრინცი ალბერ II ეწვევა

პრინცი ალბერ II 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დმანისის მუზეუმსა და სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში არქეოლოგიური საგანძურის ექსპოზიციას ეწვევა.
18 აგვისტო 2011

დმანისის საზაფხულო საველე სკოლა

2011 წლის 18 აგვისტოს, ხუთშაბათს, დღის 12 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით ლორდქიფანიძე, დმანისის კვლევითი ჯგუფი და საველე სკოლის მონაწილეები აღნიშნავენ 2011 წლის საზაფხულო საველე სკოლის დასრულებას, დმანისის მუზეუმ-საცავში.