ჩატარებული ღონისძიებები

13 სექტემბერი 2012

სვანეთის მუზეუმის საგამოფენო სივრცის პრეზენტაცია

განახლებული სვანეთის მუზეუმის პრეზენტაცია და გამოფენის პროტოტიპის  ჩვენება. 2012 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განახლებული სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი მოინახულა.    
27 აგვისტო 2012

დმანისის საზაფხულო სკოლა

2012 წლის 27 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის მოწყობის მიზნით, ახორციელებს პროექტს - „დმანისის საზაფხულო სკოლა".
25 აგვისტო 2012

ხალხური რეწვის გაკვეთილები

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ქართული ხალხური რეწვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2012 წლის 25 აგვისტოდან გიწვევთ ხალხური რეწვის ღია გაკვეთილებზე გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ.
15 აგვისტო 2012

ფრანგი პალეოანთროპოლოგის მიშელ ბრუნეს პრეზენტაცია

15 აგვისტოს, 17:00 საათზე, საქართველოს მუზეუმის სამეცნიერო კაფეში გაიმართება ფილმის ჩვენება სახელწოდებით "თუმაი". ჩვენების შემდეგ, ცნობილი ფრანგი პალეოანთროპოლოგი - მიშელ ბრუნე, გამართავს პრეზენტაციას ადამიანის ევოლუციის სფეროში მის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ. 
13 აგვისტო 2012

ფილმის ჩვენება სამეცნიერო კაფეში

13.08-17.08 სამეცნიერო კაფეში მოხდება ფილმის ჩვენება სახელწოდებით "თუმაი"
09 აგვისტო 2012

საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის 1918-1921

9 აგვისტოს, 20:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, გაიმართება ანდრო კაჭარავასა და ალექსანდრე დაუშვილის წიგნის „საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა - ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“ პრეზენტაცია.
21 ივლისი 2012

ფესტივალი "არტ-გენი"

ესტუმრეთ ეთნოგრაფიულ მუზეუმს ღია ცის ქვეშ და დატკბით ქართული ხალხური “არტ-გენით”
27 ივნისი 2012

ლექცია: " ბუნება, კულტურა, პეიზაჟი"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი აგრძელებს საერთაშორისო კონფერენციათა ციკლს: "იდენტობა და კულტურა: კლოდ ლევი-სტროსის მემკვიდრეობა". 
19 ივნისი 2012

საჯარო ლექცია - "ვეშაპების ევოლუცია"

19 ივნისს, სამშაბათს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი მარკ უენი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე “ვეშაპების ევოლუცია”.
11 ივნისი 2012

მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

2012 წლის 11 ივნისს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.
01 ივნისი 2012

ბავშვთა საერთაშორისო დღე ეროვნულ მუზეუმში

  2012 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებით უმასპინძლა მოზარდებს.  
01 ივნისი 2012

საგანმანათლებლო პროგრამა

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მოზარდებს იწვევს სხვადასხვა სახის საგანმანთლებლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.