ჩატარებული ღონისძიებები

21 მარტი 2013

საჯარო ლექცია “Between Light and White“

ამერიკის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ლენა კილაძის „სტუდია L" გიწვევთ რიჩარდ მაიერი და პარტნიორების ოფისის ასოცირებული პარტნიორ -  ბერნარდ კარფის საჯარო ლექციაზე "Between Light and White" . 2013 წლის 21 მარტი 17:00 საათი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქ.1. ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.
13 მარტი 2013

,,არქეოლოგიური საუბრები”

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიის სამეცნიერო საბჭო 2013 წლის 2013 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით წარმოგიდგენთ საჯარო სხდომებს არქეოლოგიური საუბრები". დასწრება თავისუფალია !  
22 თებერვალი 2013

აღმოჩენები რომლებმაც შეცვალა მსოფლიო

დმანისში ჰომინიდების აღმოჩენა ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების მიერ 125 წლის მანძილზე მხარდაჭერილ 125 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას შორის 99-ა.
21 იანვარი 2013

პრეზენტაცია ”მიხეილ ბარათაშვილის დაბრუნება”

2013 წლის 21 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის მაია პატარიძის პრეზენტაცია "მიხეილ ბარათაშვილის დაბრუნება".
19 დეკემბერი 2012

გამოფენის “მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში” დასკვნით ღონისძიება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გოეთეს ინსტიტუტს და ბერლინის სახელმწიფო მუზეუმებს (პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდი) გვაქვს პატივი მოგიწვიოთ გამოფენის "მუზეუმების კუნძული ბერლინში და მუზეუმების უბანი თბილისში" დასკვნით ღონისძიებაზე და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე.
11 დეკემბერი 2012

საჯარო ლექცია -“ელ სიდერონის ნეანდერტალელთა ადგილ-საპოვარი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ევოლუციის ევროპული კვლევებისათვის”

11 დეკემბერს, 17:00 საათზესაქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში (ფურცელაძის ქ. 1) ცნობილი ესპანელი მეცნიერი ანტონიო როსას ჩაატარებს ლექციას "ელ სიდერონის ნეანდერტალელთა ადგილ-საპოვარი და მისი მნიშვნელობა ადამიანის ევოლუციის ევროპული კვლევებისათვის".
27 ნოემბერი 2012

კონფერენცია “არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში”

2012 წლის 27-28 ნოემბერს იმართება კონფერენცია თემაზე: "არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინტერპრეტაცია მუზეუმებში", ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების მუზეუმების წამყვან სპეციალისტთა მონაწილეობით (მათ შორის ინკლუზიური მუზეუმების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ამარესვარ გალა (დანია) და სპლიტის უნივერსიტეტის პროფესორი ჯოშკო ბოჟანიკი (ხორვატია)./p>
20 ნოემბერი 2012

ეთნოგრაფიული ფილმების რეტროსპექტივა

2012 წლის 20 და 21 ნოემებრს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ ქართული ეთნოგრაფიული ფილმების რეტროსპექტივას.
09 ნოემბერი 2012

პრეზენტაცია ბრიტანული მოდის გამოფენების ისტორიაზე და ფეშენ-ფილმების ჩვენება

2012 წლის 9 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ პრეზენტაციას: მოდის გამოფენების ისტორია დიდ ბრიტანეთში" და ფილმის ჩვენებას:საუკეთესო ფეშენ-ფილმები დიდი ბრიტანეთიდან". 
06 ნოემბერი 2012

საჯარო ლექცია

2012 წლის, 6 ნოემბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გიწვევთ პროფესორ ივანე მენთეშაშვილის საინფორმაციო მოხსენებაზე მოსკოვში ჩატარებული ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების მე-10 კონგრესის შესახებ.
01 ნოემბერი 2012

„რელიგია და პოლიტიკური იდენტობები პოსტსაბჭოთა საქართველოში“

საერთაშორისო კონფერენციების ციკლის "იდენტობა და კულტურა" ფარგლებში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2012 წლის 1 ნოემბერს 17:00 საათზე გიწვევთ სილვია სერანოს საჯარო ლექციაზე რელიგია და პოლიტიკური იდენტობა პოსტსაბჭოთა საქართველოში".
21 ოქტომბერი 2012

ბრიტანელი პროფესორის ეიმი დე ლა ჰეის ვორკშოფი ფეშენ-კურატორებისთვის

ბრიტანეთის საბჭოს გამოფენის ,,რეკონსტრუქცია: კულტურული მემკვიდრეობა  და თანამედროვე მოდა'' ფარგლებში ფეშენ-კურატორებისთვის ვორკშოფის ჩასატარებლად მოვიწვიეთ ბრიტანელი პროფესორი ეიმი დე ლა ჰეი.