- მუზეუმები
- საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია

საბჭოთა ოკუპაცია
წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები
კატინი - დღე განსაკუთრებულად დაიწყო
ფოტოგამოფენა ,,საბჭოთა ჯარის გაყვანა ჩეხოსლოვაკიიდან"
„წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" - კურატორის ტური
მუზეუმის კვირეული: ლაშა ბაქრაძე – „უთქმელი ისტორიები“
მარო მაყაშვილის სახელობის კლუბის პრეზენტაცია
ვასილ წერეთლის დაბადებიდან 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
მიხეილ (მიხაკო) წერეთლის დაბადებიდან 130-ე და ცნობილი ისტორიკოსის ვახტანგ ითონიშვილის დაბადებიდან 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სესია
დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში
სამუშაო საათები
სამშაბათი-კვირა 10:00-დან 18:00 საათამდე.
მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.
არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები.
*საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში; ბილეთის შეძენით შესაძლებელია მუზეუმში არსებული ყველა მიმდინარე გამოფენის დათვალიერება.
ბილეთების საფასური
მოზრდილი | 7 ლარი |
სტუდენტი | 1 ლარი |
სკოლის მოსწავლე | 0.5 ლარი |
პენსიონერი | 0.5 ლარი |
მუზეუმის მეგობარი - გაწევრიანდით | უფასო |
ბავშვი 6 წლამდე | უფასო |
შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, „Culture card" ბარათების მფლობელთათვის; საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის; მხატვართა გილდიის წევრი მხატვრებისთვის, მხატვართა კავშირის წევრებისთვის; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.
ბილეთები ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ელექტრონულად, ვებგვერდზე biletebi.ge
გიდის თანხლებით ტურების საფასური
სასკოლო ჯგუფი | 10 ლარი |
გიდის მომსახურება ქართულ ენაზე | 25 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (მიმოხილვითი ტური, არაუმეტეს 1 საათი) | 45 ლარი |
გიდის მომსახურება უცხო ენაზე (ვრცელი ტური, 1.5–2 საათი) | 60 ლარი |
ექსკლუზიური ტური წინასწარი ჩაწერით | 200 ლარი |
გიდის მომსახურება თითქმის ყველა მუზეუმში წარმოებს ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე.
გარდერობი
დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:
პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
- ქოლგები
- სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები
- მოტოციკლის მუზარადები
- მუსიკალური ინსტრუმენტები
ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.
გარდერობი არ იბარებს:
- ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
- ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
- ძვირფას ნივთებს
- ხელჩანთებს
ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.
რჩევები და წესები
- ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული, პასუხისმგებელი პირი
- აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე
- დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
- ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
- დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
- მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
- დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
- დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
- საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
- ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
- საბრძოლო იარაღის
- საკვებისა და სასმელი ბოთლების
- სახიფათო, ბასრი, ძალიან მძიმე და დიდი ზომის ნივთების
- ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
- სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
- ცხოველების
ფოტო და ვიდეო გადაღება
- მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
- ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად დაუშვებელია
- გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
- ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას
ხელმისაწვდომობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საზოგადოებრივ სივრცეებს, რომლებიც გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამთვალიერებელთათვის, რათა თქვენი სტუმრობა მუზეუმში უფრო ხალისიანი და მოსახერხებელი გახდეს.
თუ გაქვთ რაიმე კითხვა შშმ პირთა მომსახურების შესახებ, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: + (995 32) 299 80 22
საქართველოს ეროვნული მუზეუმში სტუმრობა უფასოა ყველა შშმ დამთვალიერებელთათვის.
მაღაზია
გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.
საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3
ტელ.: + (995 32) 299 80 22
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge
საქართველოს ეროვნულ მუზეუში საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი გამოფენა 2006 წლის 26 მაისს გაიხსნა. მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის (1921 წ.), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტისაოკუპაციო მოძრაობის 70-წლიანი ისტორიის (1921-1991 წწ.), საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების ამსახველი 3 000-ზე მეტი ექსპონატი. საექსპოზიციო დარბაზი აღჭურვილია მონიტორებით, რომლებზეც მნახველებს აქვთ ამა თუ იმ პერიოდის შესაბამისი დოკუმენტური კადრების ნახვის შესაძლებლობა. ექსპოზიციაში წარმოდგენილია, აგრეთვე, იმ 10 სატვირთო ვაგონიდან ერთ-ერთი, რომლებშიც შორაპანში ჩაცხრილეს 1924 წლის ეროვნული ამბოხების მონაწილენი. ამასთან, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის განკარგულებაშია მდიდარი არქივი და ბიბლიოთეკა.