პუბლიკაციები
30-წლიანი მეგობრობა
01/03/2021
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიურ ცენტრთან ცნობილი მეცნიერების, ჰეიდამარი და გუნტრამ კოხების მეგობრობა უკვე 30 წელიწადზე მეტია გრძელდება. მათი ღვაწლი განუზომელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართული კულტურის წარმოჩენის თვალსაზრისით, ხოლო თანადგომა, რომელსაც არქეოლოგიურ ცენტრსა და აწ უკვე საქართველოს ეროვნულ მუზეუმს უწევენ, ძალიან მნიშვნელოვანი. ცოტა ხნის წინ მათ კიდევ ერთი დიდი საჩუქარი გაუკეთეს ეროვნული მუზეუმის ბიბლიოთეკას შუა საუკუნეების ხელოვნებისა და ბიზანტიის ისტორიის უნიკალური წიგნების სახით. ჩვენ ხელიდან არ გავუშვით შესაძლებლობა და მუზეუმის ერთგულ მეგობრებს ინტერვიუ ვთხოვეთ.