- ღონისძიებები
- მიმდინარე ღონისძიებები
მიმდინარე ღონისძიებები
ნანა ბურჭულაძის ლექცია „ქართული ქრისტიანული ხელოვნება დავით აღმაშენებლის ეპოქაში"
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართველოში დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც დამთვალიერებელს ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტის ხილვა ეროვნულ მუზეუმში 15 დეკემბრამდე შეუძლია.
ლექციათა ციკლის მიზანია წარმოაჩინოს არა მხოლოდ მონეტის ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, არამედ დავითის ეპოქის პოლიტიკურ-სამართლებრივი და კულტურული ვითარება.
2019 წლის 5 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ნანა ბურჭულაძის საჯარო ლექცია: „ქართული ქრისტიანული ხელოვნება დავით აღმაშენებლის ეპოქაში".
ლექციის დაწყებამდე (15:00-დან) დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა მუზეუმის საგამოფენო სივრცეში იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა ხოლო 16:00 საათზე გადაინაცვლოს აუდიტორიაში.
ლექციათა ციკლი 15 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია!
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1