Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ქართული ღვინის კუთხე მარსელის მედიტერანულ მუზეუმში

 22/12/2015

2015 წლის 1 დეკემბერს საფრანგეთში, ქალაქ მარსელში მდებარე ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში, ქართული ღვინის კულტურის შესახებ ექსპოზიცია გაიხსნა.

აღნიშნული გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მარსელის ევროპისა და ხმელთაშუაზღვის ცივილიზაციათა მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მოეწყო, რასაც ხელი მაისში მოეწერა.

ქართული კუთხე მარსელის მუზეუმის იმ მუდმივ საგამოფენო დარბაზშია, რომელიც უძველეს მედიტერანულ არეალში სოფლის მეურნეობის ჩასახვა-განვითარებას ეხება.

ექსპოზიციაზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ტრადიციულ საღვინე ჭურჭელთან ერთად, წარმოდგენილია ქართული მარნის ატრიბუტები: ქვევრი, სარცხი, ორშიმო და სხვა.

გამოფენაზე არსებული ტექსტუალური მასალა იტყობინება, რომ საქართველო ღვინის წარმოების უძველესი ქვეყანაა, ხოლო ქვევრში ღვინის დაყენების წესი უნიკალურია მსოფლიოში და ის 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.