-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
გაფართოებული მსოფლიო

08/10/2015
2015 წლის 8 ოქტომბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით ჰესენის მხარის დარმშტატის მუზეუმი უმასპინძლებს გამოფენას სახელწოდებით ,,გაფართოებული მსოფლიო" სადაც წარმოდგენილი იქნება დმანისის ქვედა პალეოლითურ ძეგლზე აღმოჩენილი ნამარხი ჰომინინის თავის ქალა და ქვედა ყბა.
გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა მეცნიერები წაიკითხავენ მოხსენებებს; გაიმართება სამეცნიერო დისკუსია თემაზე "გაფართოებული მსოფლიო" რომელსაც წარუძღვებიან პროფესორები ფრიდმან შრენკი და ოლივერ სანდროკი; მოეწყობა ვიდეოინსტალაცია; ხოლო 10 ნოემბერს გაიმართება პირდაპირი ჩართვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ჟურნალისტი, ორგზის პულიცერის პრემიის ლაურეატი და პროექტის "გამოსვლა ედემიდან" ავტორი პოლ სალოპეკი.