-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
დმანისში აღმოჩენენილი უძველესი ადამიანის ნაშთები ისრაელში გამოიფინა

21/01/2015
2015 წლის 21 იანვარს დმანისში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის Homo Georgicus-ის ნაშთების ასლები ისრაელის ზემო გალილეის პრეისტორიის მუზეუმში გამოიფინა.
გამოფენა გალილეის მუზეუმში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის, ისრაელის სახლისა (თბილისი) და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ინიციატივას წარმოადგენდა და ორ ქვეყანას შორის სახელმწიფოებრივი კავშირების გაღრმავებას ემსახურება.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ წაიკითხა ლექცია თელ-ხაის აკადემიურ ინსტიტუტში.
გამოფენის გახსნასა და ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი ისრაელში - პაატა კალანდაძე და ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქნესეთის ვიცე-სპიკერი - ხილიკ ბარი.