-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
ღვინის კულტურა - საქართველოს კულტურის დღეები

22/07/2014
2014 წლის 1 აგვისტოდან 5 ოქტომბრის ჩათვლით გერმანიის ევროპული კულტურის მუზეუმი საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებს მასპინძლობს. გამოფენა სახელწოდებით ,,ღვინის კულტურა" გერმანიაში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში იმართება.
ღვინის დამზადების ტრადიცია საქართველოში 8000 წელს ითვლის და მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ კულტურაში. 2013 წელს UNESCO-ს გადაწყვეტილებით ღვინის ქვევრში დაყენების ქართული ტრადიცია კაცობრიონის ხელშეუხებელი კულტურული მემკვიდრეობის სიაში მოხვდა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) ნამუშევრები, რომლებზეც ასახულია XIX-XX საუკუნეებში ღვინის დამზადების პროცესი. აგრეთვე ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიულ კოლექციებში დაცულ ღვინის დასამზადებელ მოწყობილობს.
საქართველოს კულტურის დღეების მხარდამჭერია საქართველოს საელჩო გერმანიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სხვა პარტნიორები საქართველოსა და გერმანიაში. საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია ქართული რელიგიური და სახალხო დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის წარმოდგენები და თანამედროვე ქართული ლიტერატურის საღამოები.