მიმდინარე ღონისძიებები
07 დეკემბერი 2021
ბოლნისის მუზეუმი ევროპის წლის საუკეთესო მუზეუმებს შორისაა ნომინირებული
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ბოლნისის ახალი მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ კონკურსის - ,,ევროპის წლის მუზეუმი - 2022" ფინალურ ნომინანტად დასახელდა.
07 ნოემბერი 2021
THE CURIOUS CASE OF DMANISI - დმანისის აღმოჩენები National Geographic-ის წიგნში
დმანისში ჰომინიდების აღმოჩენა National Geographic-ის მიერ გამოცემულ წიგნში "დაკარგული ქალაქები, უძველესი აკლდამები: 100 აღმოჩენა, რომელმაც მსოფლიო შეცვალა“ (2021) დასახელდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან 100 აღმოჩენას შორის.
21 ნოემბერი 2019
ეროვნული მუზეუმი 2019 წლის ყველაზე მეტად რეკომენდირებულ ტურისტულ ადგილად დასახელდა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2019 წლის ყველაზე მეტად რეკომენდირებულ ტურისტულ ადგილად დასახელდა
09 ოქტომბერი 2017
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ,,ქართული ღვინის ორდენით’’ დაჯილდოვდა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაჯილდოვდა ,,ქართული ღვინის ორდენით'' საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (Cite des Civilisations Du Vin) ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის წარმოჩენისა და გამოფენის - ,,საქართველო - მეღვინეობის აკვანი" ორგანიზებისთვის.
28 სექტემბერი 2016
საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის დაჯილდოვდა
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მიერ საქართველოს ეროვნული მუზეუმი დასახელდა ერთ-ერთ ყველაზე ღია დაწესებულებად საქართველოში. მუზეუმი დაჯილდოვდა 2016 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის. ღონისძიება 28 სექტემბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" გაიმართა. ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის მუზეუმს უკვე მესამე წელია გადაეცემა.
11 აპრილი 2016
სვანეთის მუზეუმი ნომინირებულია სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის
ევროპის ,,2016 წლის მუზეუმის” დაჯილდოების ცერემონიალი მიმდინარე წლის 9 აპრილს ტოლოზასა და სან სებასტიანში (ესპანეთი) გაიმართა. სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი ფორუმის მიერ წარდგენილი იყო ნომინაციაში: „სამუზეუმო სფეროში საზოგადოების ჩართულობის ხარისხის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის“.
24 ივნისი 2015
ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ჯილდო საქართველოს ეროვნულ მუზეუმს
2015 წლის 24 ივნისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი დაჯილდოვდა ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის მიერ თბილისის რეგიონის პარტნიორი ორგანიზაციისა და სამოქალაქო განათლების კლუბებისათვის გაწეული მხარდაჭერისთვის.