ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.

 

2022 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან

სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან კატალოგი

2021 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

იბერია - კოლხეთი #16

გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-16 ნომერი. 2021წ. (რედ. - გელა გამყრელიძე).

2021 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

სტატია: მარგო ლორთქიფანიძე - გლიპტიკის შესწავლის ფუძემდებელი საქართველოში

ავტორი: ანა ჭყონია.

მარგო (მარგარიტა) ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში გლიპტიკური მეცნიერების ჩამოყალიბება და განვითარება; ის სრულიად სამართლიანად ითვლება ამ საკმაოდ რთული მეცნიერული დარგის ფუძემდებლად.

2021 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები

ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ, 2019-2021 წლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები". კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნი. ავტორები: ეკა კიკნაძე, ნინო ტაბუცაძე, მარიამ გველესიანი, ნინო კალანდაძე. 

2021 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

კავკასიის არქეოლოგიის საკითხები

კრებული ეძღვნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გელა გამყრელიძის დაბადებიდან 70-ე წლის იუბილეს.

2021 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

საქართველოს არქეოლოგიის ნარკვევები (ძვ.წ. V - ახ.წ. V სს)

ავტორი: გელა გამყრელიძე
წიგნში ახალი არქეოლოგიური მასალის კვლევის და წერილობითი წყაროების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე ხერხდება საქართველოს ხსენებული ეპოქის ისტორიისა და კულტურის მეტნაკლები აღდგენა-წარმოდგენა. ნაშრომი შედგება 685 გვერდისგან და მოცემულია არქეოლოგიური მასალიდან გამომდინარე შექმნილი გრაფიკული რეკონსტრუქციები.

 

2019 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის

ნაშრომში განხილულია წინაისტორიული და ისტორიული კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების წარმოქმნა-განვითარების პრობლემური საკითხები. ავტორები: გივი ინანიშვილი და ლერი ჯიბლაძე. 2019 წელი. 

2019 წელი
სამეცნიერო ნაშრომები

Yerevan Khanate

ნაშრომი ერევნის სახანოს ისტორიასა და მის კულტურულ მემკვიდრეობაზე მოგვითხრობს.
ავტორი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელდარ ნადირაძე. 2019 წელი.