ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.
ასჯერ დაეცა თბილისი და...
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მიმდინარე გამოფენა „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ წარმოადგენს თბილისის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულ ნამუშევრებს. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში მომზადდა ციფრული კატალოგი.
თანამედროვე ხელოვნების გალერეის პუბლიკაციები
პროექტის "თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში წარმოგიდგენთ 2019 და 2020 წლებში გამოცემულ კატალოგებს.
ავანგარდი
ილია ზდანევიჩისადმი მიძღვნილი გამოფენის „ავანგარდი/Avantgarde" ფარგლებში გამოიცა ორენოვანი კატალოგი ნანა შერვაშიძის ავტორობით.