ამ გვერდზე თქვენ გაეცნობით საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების სამეცნიერო ნაშრომებს, ასევე სხვადასხვა ფონდებისა და სპონსორების მიერ მხარდაჭერით გამოცემულ ლიტერატურას.
ადამიანის გამოსახულება საქართველოს უძველესი ხანის პლასტიკაში (ნეოლითის ხანიდან ადრეფეოდალურ ხანამდე)
ავტორი: გიორგი ჯავახიშვილი
სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან
სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან კატალოგი
ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან - XIX-XXI საუკუნეები
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერის, პროფესორ ოთარ ჯანელიძის ავტორობით, აშშ-ში გამოიცა წიგნი - „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან - XIX-XXI საუკუნეები". გამომცემლობა "NOVA Science Publishers". ნიუ-იორკი, 2021 წელი.
იბერია - კოლხეთი #16
გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის სამეცნიერო სერიული ჟურნალის "იბერია-კოლხეთი" (საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ-ისტორიული კვლევანი) მორიგი მე-16 ნომერი. 2021წ. (რედ. - გელა გამყრელიძე).
სტატია: მარგო ლორთქიფანიძე - გლიპტიკის შესწავლის ფუძემდებელი საქართველოში
ავტორი: ანა ჭყონია.
მარგო (მარგარიტა) ლორთქიფანიძის სახელს უკავშირდება საქართველოში გლიპტიკური მეცნიერების ჩამოყალიბება და განვითარება; ის სრულიად სამართლიანად ითვლება ამ საკმაოდ რთული მეცნიერული დარგის ფუძემდებლად.
ასჯერ დაეცა თბილისი და...
საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მიმდინარე გამოფენა „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ წარმოადგენს თბილისის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულ ნამუშევრებს. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში მომზადდა ციფრული კატალოგი.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები
ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ, 2019-2021 წლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები". კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნი. ავტორები: ეკა კიკნაძე, ნინო ტაბუცაძე, მარიამ გველესიანი, ნინო კალანდაძე.
კავკასიის არქეოლოგიის საკითხები
კრებული ეძღვნება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ გელა გამყრელიძის დაბადებიდან 70-ე წლის იუბილეს.
საქართველოს არქეოლოგიის ნარკვევები (ძვ.წ. V - ახ.წ. V სს)
ავტორი: გელა გამყრელიძე
წიგნში ახალი არქეოლოგიური მასალის კვლევის და წერილობითი წყაროების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე ხერხდება საქართველოს ხსენებული ეპოქის ისტორიისა და კულტურის მეტნაკლები აღდგენა-წარმოდგენა. ნაშრომი შედგება 685 გვერდისგან და მოცემულია არქეოლოგიური მასალიდან გამომდინარე შექმნილი გრაფიკული რეკონსტრუქციები.