ინტერვიუ ჟან-ფრანსუა მილუსთან და სიუზან ოგთან

წელი: 2019
პუბლიკაციის ტიპი: საგანმანათლებლო/პოპულარული
აღწერა:

დმანისის არქეოლოგიური აღმოჩენების შემდეგ კაცობრიობის განვითარების ისტორია თავიდან დაიწერა. „პირველი ევროპელების" განსახლების ადგილი სწრაფად მოექცა უცხოელი მეცნიერების, ადგილობრივებისა და ტურისტების ყურადღების ცენტრში. შეიქმნა დმანისის არქეოლოგიური ძეგლის განვითარების კონცეფცია, რომელმაც საერთაშორისო აღიარება, 2004 წელს კი როლექსის პრემია მოიპოვა. 2009 წელს განახლებულმა დმანისის მუზეუმმა პირველი დამთვალიერებელი მიიღო. ამ მოვლენიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ დმანისის მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ფრანგი ავტორი თავის მეუღლესთან ერთად საქართველოს ეწვია. დმანისის მუზეუმის განვითარების გეგმასა და თბილისის სამუზეუმო უბნის კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. წარმოგიდგენთ ინტერვიუს, რომელიც არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი არქიტექტურული სახელოსნოს „სტუდია მილუ" მთავარ არქიტექტორთან და დამფუძნებელთან ჟან ფრანსუა მილუსთან და მის მეუღლესთან, იუნესკოს ექსპერტ სიუზან ოგთან მათი თბილისში ყოფნის დროს ჩავწერეთ.
ავტორი: ლიზა მეფარიშვილი, ნათია ხულუზაური     

დოკუმენტი: ინტერვიუ ჟან-ფრანსუა მილუსთან და სიუზან ოგთან