ასჯერ დაეცა თბილისი და...

წელი: 2021
პუბლიკაციის ტიპი: გამოფენის კატალოგები
აღწერა:

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში მიმდინარე გამოფენა „ასჯერ დაეცა თბილისი და...“ წარმოადგენს თბილისის ისტორიის მუზეუმის სახვითი ხელოვნების ფონდში დაცულ ნამუშევრებს. აღნიშნული გამოფენის ფარგლებში მომზადდა ციფრული კატალოგი. 

 

თბილისის უნიკალური იერსახე, მისი რთული ისტორია, მრავალი ბრძოლა გადარჩენისთვის, დღეს წარსულშია, თუმცა, დედაქალაქი ბევრჯერ აღდგა - განსხვავებული, სხვადასხვა კულტურის ნაზავით უფრო მეტად ფერადი,  განახლებული და ყოველთვის მშვენიერი, თავისი უდრეკი წარსულით. თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდში დაცული მხატვრული ტილოები, სწორედ ამგვარ თბილისს ასახავენ:  თბილისის გადარჩენისთვის ბრძოლას, მის უნიკალურ არქიტექტურას, ჭრელ უბნებს, ქუჩებსა და თავად თბილისელებს, რომლებიც შექმნეს ლადო გუდიაშვილმა, ზელიმხან გოგოლაშვილმა, შალვა მაყაშვილმა, დავით ძნელაძემ, აპოლონ ქუთათელაძემ, ელენე ახვლედიანმა, გიგო გაბაშვილმა, მოსე და ირაკლი თოიძეებმა, დავით გველესიანმა, ალექსანდრე ციმაკურიძემ, ბორის ფოგელმა, ვასილ ჯორჯაძემ, კირილე ზდანევიჩმა, რიჰარდ ზომერმა, ამაიაკ აკოფიანმა, გრიგოლ შარბაბჩიანმა და სხვა მხატვრებმა.

 

პროექტის ავტორი: ლიკა მამაცაშვილი
პროექტის კურატორი: ნანა მახათაძე
პროექტის კოორდინატორი: ციკო ჯანყარაშვილი
ხელოვნებათმცოდნე: ქეთევან ტრაპაიძე
დიზაინერი: გეგა ქუთათელაძე

 

კატალოგი