სტატია: ტერენტი გრანელის „მემენტო მორი“
წელი: | 2020 |
პუბლიკაციის ტიპი: | საგანმანათლებლო/პოპულარული |
აღწერა: | ახალი შენაძენი > ვახტანგ ცინცაძე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციას კიდევ ერთი ახალი ექსპონატი – ტერენტი გრანელის ლექსის MEMENTO MORI მხატვრული ნამუშევარი შეემატა, რომელიც არგენტინაში მოღვაწე მხატვარ გოჩა გაიოსის (შათირიშვილის) მიერაა შექმნილი. ნამუშევარი წარმოადგენს ერთადერთ ეგზემპლარად შექმნილ მხატვრულ გამოცემას ათმეტრიან გრაგნილზე. MEMENTO MORI-ს ორიგინალური გაფორმება შესრულებულია აკვარელით, მხატვრული კალიგრაფია კი – ჩინური ტუშით. მასალად გამოყენებულია იაპონური ნაკარის ქაღალდი. |
დოკუმენტი: | ![]() |