ქართულ-უკრაინული ნაივი - საგანმანათლებლო პროგრამა

24 მარტი 2022
Share

ეროვნული გალერეა გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "ქართული და უკრაინული ნაივი - ნიკო ფიროსმანი და მარია პრიმაჩენკო". პროგრამა ეძღვნება ნაივური ხელოვნების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს საქართველოსა და უკრაინაში. მუზეუმი ამ პროგრამით თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ნიკო ფიროსმანისა და მარია პრიმაჩენკოს ცხოვრებასა და შემოქმედებას, ეროვნული გალერეის ექსპოზიციაში დაათვალიერებენ ნიკო ფიროსმანის ნამუშევრებს, ხოლო მარია პრიმაჩენკოს ხელოვნებას ნახავენ ციფრულ ფორმატში. მარია პრიმაჩენკო (1908-1997) უკრაინელი ნაივური ხელოვნების წარმომადგენელია, რომელიც გამოირჩეოდა ორიგინალური სტილით, ხატავდა საკუთარ და მეზობლის სახლებს, ყვავილებს, უცნაურ არსებებს. მარია დაავადებული იყო პოლიომილიტით და მას არასოდეს დაუტოვებია უკრაინის სოფელი ბოლოტნაია. 2022 წლის პირველ მარტს, უკრაინაში, ივანკოვოს ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი მარია პრიმაჩენკოს ნამუშევრები, სხვა ნამუშევრებთან ერთად განადგურდა. 

პროგრამაში გამოყენებული იქნება თემატური აუდიო და ვიდეო მასალა.
მონაწილეები ჩაერთვებიან შემეცნებით აქტივობებში.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის მონაწილეებისათვის უკრაინიდან და საქართველოდან.
ჩატარების დრო: 1 მაისი, 8 მაისი | 14:00
პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი
პროგრამის ღირებულება: უფასო

პროგრამა შეიძლება ჩატარდეს ოჯახური ფორმატის ფარგლებშიც.

პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
დაგვიკავშირდით ნომერზე 599 75 78 71

პროგრამა ჩატარდება პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მიხედვით
მისამართი: დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11