"Artკაფე" - საგანმანათლებლო პროგრამა

24 მარტი 2022
Share

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "Artკაფე". პროგრამა ხორციელდება ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის “ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი (1910-1932)“ ფარგლებში. 

ეროვნული გალერეის საექსპოზიციო დარბაზში პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან და დაათვალიერებენ ქართული მოდერნიზმისა და თბილისური ავანგარდის წარმომადგენელთა შემოქმედებას. შემდეგ მონაწილეები გადაინაცვლებენ ეროვნული გალერეის კაფეში, სადაც გაიმართება საუბრები მოდენიზმისა და ავაგარდული ხელოვნების შესახებ, გაეცნობიან არტისტულ - ავანგარდისტულ კაფეებს, რომელიც მხატვრული ცხოვრების შეკრების ადგილს წარმოადგენდა მოდერნისტულ სამყაროსა და თბილისში (კაფე როტონდა პარიზში, კაფე ქიმერიონი თბილისში და სხვა).

პროგრამა ითვალისწინებს ინტერაქტიურ საუბრებსა და მრავალფეროვან თემატურ შემეცნებით აქტივობებს.

პროგრამა განკუთვნილია 11 - 13 წლის მოსწავლეთათვის
ჩატარების დრო: 1 - 19 აპრილი, სამშაბათი და პარასკევი | 14:00
პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში მაქსიმუმ 10 -12 მონაწილე). პროგრამა შეიძლება ჩატარდეს ოჯახური ფორმატის ფარგლებშიც.
პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
დაგვიკავშირდით ნომერზე 599 75 78 71

პროგრამა ჩატარდება პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების მიხედვით
მისამართი: დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11