საბუკო მუზეუმში: გაზაფხულის ფრინველები

16 მარტი 2022
Share

საბუკო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი ტრადიციულად გთავაზობთ საგაზაფხულო, საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებს.

19 მარტს, 14:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება გაზაფხულის სეზონის პირველი შეხვედრა, რომელიც თემატურად, გაზაფხულის ფრინველებს დაეთმობა.

თამაშებს და შემოქმედებით აქტივობებს ამინდის შესაბამისად, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების დარბაზში ან მუზეუმის ეზოში ვუმასპინძლებთ.

მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შემდეგ. 

მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია - ჯგუფში 15 მონაწილე.
გთხოვთ, თუ რეგისტრაციის შემდეგ, მოსვლას გადაიფიქრებთ, გააუქმოთ თქვენი რეგისტრაცია, რადგან სხვა მსურველებს მიეცეთ დასწრების საშუალება.

ბავშვების ასაკი: 6 წლიდან
ხანგრძლივობა: 2 საათი

პროგრამის ღირებულება: პროგრამაში მონაწილეობისათვის საკმარისია მუზეუმში შესასვლელი ბილეთის შეძენა.  

მუზეუმში ვიზიტამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები.

მისამართი: თბილისი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3