- განათლება
- ჩვენი პროგრამები
შეხვედრა როკო ირემაშვილთან
14 მარტი 2022
17 მარტს 16:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში როკო ირემაშვილის გამოფენის დახურვის დღეს გაიმართება შეხვედრა მხატვართან.
იგი ისაუბრებს ეროვნული გალერეისა და ვენეციის ბიენალეს გამოფენებზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ.
შეხვედრის მოდერატორი: ნინო გედევანიშვილი
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: 0322 157 300
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.