- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საბუკო მუზეუმში: ჭარბტენიანი ტერიტორიები
5 თებერვალს, 14:00 საათზე, „საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ მორიგ საგანმანათლებლო პროგრამას.
თებერვლის დასაწყისში ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჭარბტენიანი ტერიტორიები მნიშვნელოვანი ჰაბიტატია - მსოფლიო ცხოველების და მცენარეების 40% აქ ცხოვრობს ან მრავლდება.
პროგარმის ფარგლებში მონაწილეები ისწავლიან თუ რა არის ჰაბიტატი, ჭარბტენიანი ტერიტორია; როგორ უზრუნველყოფს ის საკვებს, წყლის გაფილტვრას და საცხოვრებელ გარემოს.
ბავშვების ასაკი: 6 წლიდან
ხანგრძლივობა: 2 საათი
მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შემდეგ!
მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია 15-მდე.
პროგრამის ღირებულება: მონაწილე გადაიხდის მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასურს.
მუზეუმში ვიზიტამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები.
მისამართი: თბილისი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3