სოლიკო ვირსალაძე - ფერწერული ცეკვა

14 იანვარი 2022
Share

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტულ გამოფენასთან დაკავშირებით, გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "სოლიკო ვირსალაძე - ფერწერული ცეკვა". 

ეროვნული გალერეის საექპოზიციო დარბაზში პროგრამის მონაწილეები ცნობილი ქართველი თეატრის მხატვრის, სცენოგრაფის სოლიკო ვირსალაძის ნამუშევრებს დაათვალიერებენ, ამასთანავე გაეცნობიან მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მის გამორჩეულ ხელწერას სცენოგრაფიაში. პროგრამა დაიწყება თეატრის მხატვრობის (კოსტიუმები და დეკორაციები) ისტორიის მოკლე მიმოხილვით - ანტიკური ხანიდან - დღემდე, რომელსაც თან ახლავს აუდიო-ვიზუალური მასალა. პროგრამა ითვალისწინებს მრავალფეროვან თემატურ შემეცნებით აქტივობებს, ინტერაქტიურ საუბრებს, კოსტიუმირებულ ფოტოსესიებს.

პროგრამა განკუთვნილია: 9-12 წლის მოსწავლეთათვის
ჩატარების დრო: 18 იანვრიდან 11 თებერვლამდე, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს - 13:00 |15:00 საათზე
პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში მაქსიმუმ 10 -12 მონაწილე). პროგრამა შეიძლება ჩატარდეს ოჯახური ფორმატის ფარგლებშიც.
პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: 599 757 871

პროგრამის მონაწილეებმა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები.

მისამართი: ეროვნული გალერეა, თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (9 აპრილის ბაღიდან).