საბუკო მუზეუმში: ფრინველის საკვები

13 დეკემბერი 2021
Share

18 დეკემბერს, 14:00 საათზე, „საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ მორიგ საგანმანათლებლო პროგრამას. 

საკვებურის გაკეთება არაჩვეულებრივი საშუალებაა ფრინველებზე დასაკვირვებლად. ზამთარში ფრინველებს საკვების მოპოვება უჭირთ. განსაკუთრებით ურბანულ სივრცეში, როცა თოვლი და ყინულია. ლამაზი და გემრიელი საკვებურების დამზადება ჩვენთან ერთად შეგიძლიათ. შემდეგ კი მათ ჩამოკიდებთ იქ, სადაც დაკვირვება გიხერხდებათ (აივანზე, ბაღში...). საკვებურების დამზადებასთან ერთად გაეცნობით სხვადასხვა ფრინველს და მათთვის შესაფერის საკვებს.

ბავშვების ასაკი: 5 წლიდან
ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 საათი

მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის გავლის შემდეგ! 
მონაწილეთა რიცხვი შეზღუდულია 15-მდე.

პროგრამის ღირებულება: მონაწილე გადაიხდის მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასურს. 

კლასებისა და დიდი ჯგუფებისათვის პროგრამის ყველა თემა დაიჯავშნება ცალკე, გარდა ორშაბათისა.

მუზეუმში ვიზიტამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები.

მისამართი: თბილისი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3