- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საბუკო მუზეუმში: შემეცნებით-გასართობი აქტივობების პროგრამა
„საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებს.
თვეში ერთხელ გაიმართება შემეცნებით-გასართობი აქტივობები მუზეუმის ეზოში. პროგრამის დასასრულს კი, განხილულ თემასთან დაკავშირებული სახალისო დავალებების შესრულებას დამოუკიდებლად შეძლებთ მუზეუმის კავკასიის ბიომრავალფეროვნების დარბაზში.
პროგრამა:
- 6 ნოემბერი, 14:00 | ფრინველების ნისკარტი და ადაპტაციები
- 18 დეკემბერი, 14:00 | ფრინველის საკვები
- 15 იანვარი, 14:00 | ფრინველის ბუმბული
- 5 თებერვალი, 14:00 | ჭარბტენიანი ტერიტორიები
- 19 მარტი, 14:00 | გაზაფხულის ფრინველები
- 16 აპრილი, 14:00 | ბუდობა და კვერცხები
პროგრამაზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია (ჯგუფში 15 მონაწილე).
პროგრამის ღირებულება: მონაწილე გადაიხდის მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასურს.
მუზეუმში ვიზიტამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები.
*კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის ცვლილების მიხედვით, პროგრამა შესაძლოა შეიცვალოს.
**10 და მეტი ბავშვის მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ წინასწარ: https://www.facebook.com/sabuko.org