- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საბუკო მუზეუმში: ფრინველების მიგრაცია
18 სექტემბერს, 11:00 საათზე, "საბუკო" და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას "ფრინველების მიგრაცია".
შემოდგომისას მილიონობით ფრინველი სამხრეთისაკენ მიგრირებს. ამ პროცესზე დაკვირვება შთამბეჭდავია, თუმცა ფრინველებისთვის ეს მოგზაურობა გამოწვევებითაა სავსე. ამ გამოწვევების გამოსაცდელად მონაწილეებს ვიწვევთ მუზეუმში.
ბავშვების ასაკი: 6 წლიდან და ზემოთ
ხანგრძლივობა: დაახლოებით 2 საათი
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია.
პროგრამის ღირებულება: მონაწილე გადაიხდის მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასურს.
მუზეუმში ვიზიტამდე გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები.
კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის ცვლილების მიხედვით, პროგრამა შეიძლება შეიცვალოს.