- განათლება
- ჩვენი პროგრამები
პომპეი და ვანი - ნინო ლორთქიფანიძის ტური
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში, გამოფენის „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ ფარგლებში, გთავაზობთ კურატორის ტურს, რომელსაც გაუძღვება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო კონცეფციის ავტორი ნინო ლორთქიფანიძე.
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, ნახონ მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან და გაეცნონ ანტიკური სამყაროს ისტორიას ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფუნქციის მქონე რვასაუკუნოვანი ქალაქების – პომპეისა და ვანის – დიდებული წარსულისა და ტრაგიკული დასასრულის ამსახველი გარკვეული ეპიზოდების მაგალითზე.
18 ივლისი | 12:00; 16:00
20 ივლისი | 15:00
ტური განკუთვნილია უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის. მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია: 579 14 65 17
ტურზე დასასწრებად საჭიროა მხოლოდ მუზეუმის ბილეთის შეძენა: მოსწავლე/სტუდენტი - 50 თეთრი, ზრდასრული - 10 ლარი
მისამართი: ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა 32.